გაშვებისა და ტესტირების ოქმები წარმოადგენს ობიექტის უსაფრთხო, სტაბილური და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ექსპლუატაციის მთავარ გარანტს. ნებისმიერი საწარმოო, ენერგეტიკული თუ კომერციული სისტემის გაშვებამდე, აუცილებელია დეტალური ტექნიკური შემოწმება, იზოლაციის წინაღობის გაზომვა, დამიწების კონტურების შემოწმება და დაცვის აპარატურის გატესტვა.
ჩვენი სერტიფიცირებული საინჟინრო გუნდი უზრუნველყოფს ყველა საჭირო ლაბორატორიულ-გაზომვითი სამუშაოს ჩატარებას. სამუშაოების დასრულებისთანავე გაიცემა ოფიციალური, იურიდიული ძალის მქონე ტექნიკური ოქმები, რომლებიც აუცილებელია ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურებისა და სადაზღვევო კომპანიების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
