მაღალმთიან კურორტზე მდებარე პრემიუმ კლასის სასტუმრო „ამბასადორი გოდერძისათვის“ კომპანია VOLTS-მა უზრუნველყო შენობის საინჟინრო ინფრასტრუქტურის სრული საპროექტო და სამონტაჟო ციკლი. პროექტი მოიცავდა კომპლექსური MEP სისტემების, IT უსაფრთხოებისა და მრავალზონიანი გახმოვანების ინტეგრაციას.
შესრულებული სამუშაოების დეტალები:
- MEP ინჟინერია: A, B და C ბლოკების საინჟინრო სისტემების (წყალმომარაგება, კანალიზაცია, HVAC) სრული საპროექტო დოკუმენტაცია და მონტაჟი.
- ქსელები და IT უსაფრთხოება: ცენტრალიზებული IT ინფრასტრუქტურა, Sophos Firewall ქსელური დაცვა, Core Switching და უსადენო წვდომის (Wi-Fi) Enterprise ქსელი.
- IP ვიდეომეთვალყურეობა: IP CCTV სისტემები ობიექტისა და სტუმრების მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის.
- სახანძრო უსაფრთხოება: ხანძრის აღმოჩენა-მაუწყებლობა (Fire Alarm & Detection), სპრინკლერული ხანძარქრობა, კვამლგაწოვა/დაწნეხვა (Pressurization) და საევაკუაციო გახმოვანება.
